მიხეილ ჩხენკელი: მოადგილეებთან დაკავშირებით პოზიცია ცნობილი მალე იქნება
მიხეილ ჩხენკელი: მოადგილეებთან დაკავშირებით პოზიცია ცნობილი მალე იქნება
13:13 15.11.2017
განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მისი მოადგილეების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მალე გახდება.
ამის შესახებ ჩხენკელმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
„მოადგილეებთან დაკავშირებით პოზიცია ცნობილი მალე იქნება. მთავარი ეს იქნება ზრუნვა თითოეულ ახალგაზრდაზე, ასევე განათლებისა და მეცნიერების განვითარება საქართველოში. სამინისტრო არ დაიშურებს ძალ-ღონეს, რათა დასახული მიზნები იქნეს მიღწეული“- განაცხადა ჩხენკელმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა გუშინ მთავრობის ახალი წევრები წარადგინა. საკადრო ცვლილებების შედეგად მინისტრთა კაბინეტს რამდენიმე ახალი წევრი შეემატა, მათ შორის მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა ჩაანაცვლა.

ბეჭდვა