ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით,
რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის უწყებებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება მუშავდება, რომელთა შორის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას შეეხება.
აღნიშნულის შესახებ ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
„ბოლო პერიოდში სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ასამდე შეთანხმება გაფორმდა. დღეს ჩვენს სახელმწიფო უწყებებში და სამინისტროებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება მუშავდება, რომლებსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. ეს ეხება რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას და ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე უვადოდ ყოფნის საკითხს. ყველა ეს შეთანხმება ხელს უწყობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ ეკონომიკური შემადგენლის განვითარებას,“-განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
