პუტინი: რუსეთი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთს დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას
პუტინი: რუსეთი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთს დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას
10:28 15.11.2017
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ხელს უწყობს სამხრეთ ოსეთი საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

აღნიშნულის შესახებ მან ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა.

“ სამხრეთ ოსეთი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა. რუსეთი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთს დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს მისი საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა ჩვენ ვეხმარებით რესპუბლიკის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას. მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს რესპუბლიკის განვითარებისთვის რესურსების გამოყოფას, ამ მიზნით უკვე მომზადდა 2018-2019 წლების ახალი საინვესტიციო პროგრამა. რა თქმა უნდა გავცვალეთ პოზიციები აქტუალური რეგიონული პრობლემების შესახებ, შევთანხმდით უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ გამოწვევებს და იმ საფრთხეებს, რომლებიც რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. ასევე გავაგრძელებთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით,”-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ბეჭდვა