თეა წულუკიანი ცვლილებებზე: ეს არის ნაკლები ხარჯებით იგივე ან უფრო მეტი საქმის კეთება
თეა წულუკიანი ცვლილებებზე: ეს არის ნაკლები ხარჯებით იგივე ან უფრო მეტი საქმის კეთება
14:31 14.11.2017
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს აფასებს.

როგორც ის აღნიშნავს, ცვლილებები საჯარო სამსახურში უფრო მეტი კვალიფიციური კადრის ყოლას ნიშნავს.

"ცვლილებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის მხრიდან ერთადეთ მიზანს ისახავს- ეს არის ნაკლები ხარჯებით იგივე ან უფრო მეტი საქმის კეთება, უფრო მეტი კვალიფიციური კადრის ყოლა საჯარო სამსახურში და რეალურად სახლმწიფო სტრუქტურების კონკურენტუნარიანობა”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა და 18 სამინისტროს მაგივრად 14 დარჩა. გარკვეული სამინისტროები სხვა სამინისტროებს შეუერთდა. ცვლილება არ შეხებია იუსტიციის სამინსიტროსა და კიდევ რამდენიმე უწყებას.

ბეჭდვა