სლოვენიაში თემაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა: ევროპული პერსპექტივა საქართევლოსა და უკრაინისთვის“ მრგვალი მაგიდა გაიმართა
სლოვენიაში თემაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა: ევროპული პერსპექტივა საქართევლოსა და უკრაინისთვის“ მრგვალი მაგიდა გაიმართა
18:22 13.11.2017
სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოსა და უკრაინის საელჩოების ორგანიზებითა და „სლოვენიის პანევროპული მოძრაობის“ მხარდაჭერით, გაიმართა მრგვალიმაგიდა თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა: ევროპული პერსპექტივა საქართევლოსა და უკრაინისთვის“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მრგავლი მაგიდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სლოვენიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ბექაიამ, ასევე სლოვენიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა და სლოვენიაში ევროპული კომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

პანელის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოსა და უკრაინის ევროპულ პერსპექტივას, ასევე ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ევროინტეგრაციის გზაზე.


ბეჭდვა