კორინ იონკერი: მეორე ტურის წინ გამოხატვის თავისუფლება მედიაში დაცული იყო
კორინ იონკერი: მეორე ტურის წინ გამოხატვის თავისუფლება მედიაში დაცული იყო
17:33 13.11.2017
არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიმ წინასწარი შეფასება წარმოადგინა.

ანგარიშის მიხედვით, გარკვეული კუთხით კანონმდებლობა შესაცვლელია.

„არის გარკვეული ასპექტები, რომელიც მეორე ტურისთვის დასარეგულირებელია და გაურკვეველია. მეორე ტური ტარდება ორ კანიდიდატს შორის, მაგრამ „ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ“ უარი განაცხადა მონაწილეობაზე და რადგანაც კანონი არ იძლევა საშუალებას, რომ მოხსნან კანდიდატურა მეორე ტურის წინ, ამან გამოიწვია ის, რომ ორ ოლქში, ფაქტობრივად, არ იყო შეჯიბრი. მესამე ადგილზე ვინც გავიდა, არც მას მიეცა საშუალება, რომ მიეღო მონაწილეობა მეორე ტურში- ამაში ვხედავთ, რომ საჭიროა კანონმდებლობის შეცვლა.
გამოხატვის თავისუფლება იყო დაცული მედიაში მეორე ტურის წინ, მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ გაურკვეველი კანონმდებლობის გამო, ინსტრუქციები მაუწყებლებისთვის, მედია მარეგულირებელი კომისიისგან ნიშნავდა იმას, რომ მათ შეეძლოთ უფასო სარეკლამო დროის გამოყოფა მხოლოდ 2 ნოემბრიდან და ასევე ფასიანი რეკლამის შეთავაზება, მას შემდეგ, რაც ცესკომ ოფიციალურად გამოცხადა მეორე ტურის თარიღი. ამან შეუზღუდა კანდიდატებს მედიაში კამპანიის ჩატარების საშუალება. ზოგმს ადგილობრივმა მედიამ კი გააშუქა მეორე ტური, მაგრამ ძირითადად ნაციონალურმა მედიასაშუალებებმა იგნორი მოახდინა. ძირითადად „ქართული ოცნების“ გაშუქება ხდებოდა“-განაცხადა კორინ იონკერმა.

ბეჭდვა