საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტი მთავრობის ახალ
შემადგენლობას ნდობას, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს ან იანვარში გამოუცხადებს.
კობახიძის განცხადებთ, ვადები მთავრობაზეც არის დამოკიდებული და ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შევა შესაბამისი კანონპროექტი მთავრობიდან პარლამენტში ინიციატივის წესით.
„რაც შეეხება პროცედურებს და ვადებს, ეს მთავრობაზეც არის დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შემოვა შესაბამისი კანონპროექტი მთავრობიდან პარლამენტში ინიციატივის წესით. უკვე კანონპროექტის მიღების შემდეგ, მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დეკემბრის ბოლომდე, ან იანვარში დასრულდება მთლიანად პროცედურა“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
