განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შესაძლოა, დიპლომატიურ სამსახურში
წავიდეს.
აღნიშნულის შესახებ პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
“სანდრომ ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა - ჩვენ დავიწყეთ პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ცვლილების განხორციელება. ვსაუბრობთ სანდროსთან - შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია”-განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი სახეა. განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიხეილ ჩხენკელმა ჩაანაცვლა, ხოლო ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მამუკა ბახტაძემ. თავად ქუმსიშვილი ეკონომიკის სამინისტროს დაუბრუნდა.
