მიხეილ ჩხენკელი: განათლების ხარისხის, ასევე მეცნიერების ხარისხის ამაღლება ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია
მიხეილ ჩხენკელი: განათლების ხარისხის, ასევე მეცნიერების ხარისხის ამაღლება ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია
14:40 13.11.2017
განათლების ახალი მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს.
მისივე თქმით, ამას სერიოზული და ფუნდამენტური მიდგომა სჭირდება.

„მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაში განათლებას და განთლებაზე ზრუნვას უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია აქვს და ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი იქნება სწორედ ეს და რა საკვირველია, მეცნიერებაზე ზრუნვაც. თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს მნიშვნელოვანია. მას სერიოზული და ფუნდამენტური მიდგომა სჭირდება. ყველა რეფორმა, რომელიც წარმატებული იყო, გაგრძელდება. არის მთელი რიგი გამოწვევები, რაც უკავშირდება განათლების ხარისხს, მეცნიერების ხარისხის განვითარებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პრობლემათა გადასაწყვეტად“-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა და განათლების მინისტრის პოსტი თსუ-ს პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა დაიკავა. ჯერჯერობით უცნობია სად გადაინაცვლებს უკვე ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

ბეჭდვა