ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი
თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის საჩივრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, საჩივრები ძირითადად მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ დაფიქსირდა და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა. საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის 29 საჩივარია შესული, აქედან ყველაზე მეტი - 12 დაფიქსირდა ბორჯომში, ოზურგეთში - 11, ქუთაისში - 4, ხაშურსა და მარტვილში თითო-თითო, ხოლო ყაზბეგის საარჩევნო ოლქში საჩივარი არ შესულა.
თამარ ჟვანიას განცხადებით, წინასწარი შედეგები ონლაინ რეჟიმში განახლდება და ყველა ოქმი ეტაპობრივად აიტვირთება ვებგვერდზე. საბოლოო წინასწარი შედეგები კი ხვალ დილით გახდება ცნობილი.
