დედაქალაქის მერიაში დაგეგმილ საკადრო ცვლილელებთან და ახალ გუნდთან დაკავშირებით,
თბილისის მერი კახა კალაძე განცხადებას დღეს, 15:00 საათზე გააკეთებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე მერის პოსტს ირაკლი ხმალაძე დაიკავებს, რომელიც მანამდე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. მოადგილე იქნება სავარაუდოდ, მაია ბითაძეც. ის კალაძის წინასაარჩევნო კამპანაიში ჩართვამდე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
კახა კალაძე მერის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად დღეს შეუდგა.
