ალექსანდრე გრიგალავა: განსაკუთრებული მადლობა მარტვილის მოსახლეობას, ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ ხალხის იმედებს
ალექსანდრე გრიგალავა: განსაკუთრებული მადლობა მარტვილის მოსახლეობას, ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ ხალხის იმედებს
09:07 13.11.2017
მარტვილის ახალარჩეულმა მერმა მოსახლეობას ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
ალექსანდრე გრიგალავას განცხადებით, შედეგი მოსალოდნელი იყო.

„ეს შედეგი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მმართველ პარტიას, რომ ნდობა გამომიცხადა და მომცა შესაძლებლობა, მარტვილის მერი გავმხდარიყავი. განსაკუთრებული მადლობა მარტვილის მოსახლეობას, რომელიც მენდო და მხარდაჭერა გამომიცხადა. ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ ხალხის იმედებს და განვახორიელებთ ყველა პროექტს, რაც მარტვილს ბევრად უკეთესს გახდის“, - განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 93.04% მიიღო.

ბეჭდვა