ICDI-ის განცხადებით არჩევნების მეორე ტური მშვიდად და დემოკრატიულად მიმდინარეობს
ICDI-ის განცხადებით არჩევნების მეორე ტური მშვიდად და დემოკრატიულად მიმდინარეობს
15:05 12.11.2017
დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი (ICDI) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აკვირდება.
ICDI-ის დამკვირვებლები საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან აკვირდებიან კენჭისყრის პროცედურებს; დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნები გაიხსნა დროულად, წილისყრის პროცედურა წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად და ხარვეზების გარეშე, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ბიულეტენების გაცემის წესი და ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს კანონის დაცვით.
უბნებზე შეიმჩნევა სიმშვიდე და ჯეროვნად ფუნქციების განხორციელება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან.ICDI აგრძელებს საარჩევნო პროცესების დაკვირვებას და დღის ბოლოს შემოგთავაზებთ კენჭისყრის დღის მიმდინარეობის სრულ შეფასებას.

ბეჭდვა