გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს
გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს
09:07 13.11.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.


ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.

ამასთან, მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრი იქნება, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს კი, გადაადგილება შეეხებათ.
ბეჭდვა