საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელბს ხვდება.
შეხვედრა ამ წუთებში სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს.
მას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ პრეზიდენტი თამარ ჩუგოშვილი, „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, „ევროპული ინიციატივა-ლიბერალური აკადემია თბილისის“ ხელმძღვანელი ქეთევან ციხელაშვილი, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეეხება. საუბარის მთავარი თემა ასევე საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და პერსპექტივები იქნება.
სამოქალაქე სეტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჰერმან ვან რომპოი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.
მოგვიანებით, იგი შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტთან გეგმავს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში დღეს, ერევნიდან ჩამოვიდა.
