ევროკომისია: საქართველო რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია
ევროკომისია: საქართველო რეგიონში უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია
15:31 10.11.2017
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმებისგანხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. ანგარიშის თანახმად 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფროინტენსიური გახდა.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებაა,რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ გახორციელებული ფართომასშტაბიანი რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომანგარიშში უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები წარმატებულად ფასდება.
„ამ მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევაა შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტების განხორციელებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომელიც 2017 წლის 28მარტიდან, ამოქმედდა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი ფართომასშტაბიანი რეფორმებისგანხორციელების ეფექტური ინსტრუმენტი აღმოჩნდა. 2017 წელს, საქართველომ გააგრძელა მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება,ისევე როგორც მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა“- აღნიშნულია დოკუმენტის შეჯამებით ნაწილში.
დოკუმენტში საქართველოს გაწევრიანება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შეფასებულია, როგორც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთანდაახლოების გზაზე.
ევროკომისია საკუთარ ანგარიშში ცალსახად აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში. დოკუმენტშიასევე ხაზგასმულია ქართული საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ „მდგრადი რეფორმების ძალისხმევითა დაევროკავშირთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების ამბიციით, საქართველომ გაიმყარა მისი, როგორც უმთავრესი და სტრატეგიული პარტნიორისპოზიცია რეგიონში. ასოცირების შეთანხმებით განმტკიცებული საქართველოს სწრაფვა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკურიინტეგრაციისკენ, კვლავ სარგებლობს ქართული საზოგადოების ფართო მხარდაჭერით. 2016 წლის ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნებმა დაადასტურაქვეყნის ორიენტაცია ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ“- ნათქვამია ანგარიშში .
დოკუმენტში ცალსახად ხაზგასმულია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულსაზღვრებში.
ანგარიშის შესაბამისად, უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანპარტნიორად რჩება. ამ კონტექსტში ხაზგასმულია ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისმნიშვნელობა.

ანგარიში - https://eeas.europa.eu/headquarters/headQuarters-homepage/35408/eu-report-georgia-successfully-delivering-its-reform-commitments_en



ბეჭდვა