ცესკო არჩევნების მე-2 ტურისთვის დაგეგმილ საინფორმაციო ბრიფინგთა განრიგს აქვეყნებს
ცესკო არჩევნების მე-2 ტურისთვის დაგეგმილ საინფორმაციო ბრიფინგთა განრიგს აქვეყნებს
13:45 10.11.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 12 ნოემბერს, დილის 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.

ცესკო-ს ინფორმაციით, სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე ონლაინ ჩატი, ღამის 12:00 საათამდე იმუშავებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
08:30
12:30
17:30
20:30

განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.

ბეჭდვა