სარეზერვო სისტემა საქართველოს სიამაყეა და ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს თავის სოფლის, მიკრორაიონის, უბნის, დაბის და ქალაქის დაცვა.
ეს განცხადება პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროში ახალი ხელმძღვანელის დიმიტრი შაშკინის წარდგენისას განაცხადა.
„საქართველოს დამპყრობელთან შეხმატკბილებულ უთავმოყვარეო ელემენტებს სარეზერვე სისტემაზე თავდასხმები უკან ცუდად მიუბრუნდათ“ - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და აღნიშნა, რომ რეზერვში, რომელიც ყველა რეგიონში შეიქმნა, ძალიან ბევრი ადამიანი ჩაეწერა.
მისი თქმით, სარეზერვო სისტემა ქვეყნის სიამყის წყაროა.
„კარგად დავინახეთ, რომ დამპყრობელი როცა შემოდის იქ ქართველებს აღარ ტოვებს, ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან დღეს დევნილები არიან ეთნიკური ოსებიც, აფხაზებიც, რუსებიც, სომხებიც და ქართველებიც“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, როდესაც საფრთხე არსებობს, თითოეულ ადამიანს უნდა შეეძლოს სამშობლოს დაცვა.
