საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე
წარსადგენ კანდიდატურას მმართველ ჯგუფში ჯერ-ჯერობით არ განიხილავენ.
მისივე თქმით, სავარუდო კანდიდატურების განხილვას „ქართულ ოცნებაში“ არჩევნების მოახლოებისას დაიწყებენ.
ამის შესახებ კობახიძემ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან შესაძლებელია ამჟამინდელი მინისტრებიდან ერთ-ერთი მიხეილ ჯანალიძე ან დავით სერგეენკო იყოს.
„რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, აქ კანდიდატებზე საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. ერთი წელია დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე და კანდიდატი დასახელდება, ბუნებრივია, საპრეზიდენტო არჩვნებამდე ცოტა ხნით ადრე.
არცერთი კანდიდატი ამ ეტაზე არ განიხილება, კანდიდატზების განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც მოახლოვდება არჩევნები“- განაცხადაკობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია პრეზიდენტობის იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე წარადგინოს. მათ შორის, არსებული ინფორმაციით, ეს საგარო საქმეთა ახლანდელი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ან ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი, დავით სერგეენკო შეიძლება იყოს. ერთ-ერთ კანდიდატად ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილიც განიხილება.
