"ქართული ოცნება" ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
"ქართული ოცნება" ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
12:12 27.02.2012
კოალიცია "ქართული ოცნება" ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ქართული ოცნება" დაღუპულების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
როგორც "ქართული ოცნების" პრესმდივანმა მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, კოალიცია ამაყობს ქართველი ჯარისკაცებით, რომლების სამშვიდობო მისიას ასრულებენ ავღანეთში.
მან განმარტა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა გაგრძელდება.
ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამი ქართველი კაპრალი - ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა დაიღუპა.


ბეჭდვა