ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში მუშაობას გიგი წერეთელი, რომელიც უკვე
კოპენჰაგენში მიემგზავრება, ხვალიდან დაიწყებს.
როგორც წერეთელმა განაცხადა, ეუთოს შტაბ-ბინაში სხვა ლიდერებთან ერთად მოქმედების გეგმაზე მსჯელობა გაიმართება.
მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გეგმებში სხვა საკითხებთან ერთად დემოკრატიასა და არჩევნების მონიტორინგთან დაკავშირებული თემებიც შედის.
„მივემგზავრები კოპენჰაგენში, სადაც არის შტაბ-ბინა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, იმისათვის რომ ადმინისტრაციასთან და სხვა ლიდერებთან ერთად ჩამოვაყალიბოთ მოქმედების გეგმა. ძალიან დიდი და მნიშნელოვანია ის გეგმა, რომელიც ეუთოს და მის საპარლამენტო ასამბლეას აქვს. ეს არის როგორც კონფლიქტების მედიაცია, დემოკრატიის საკითხები, არჩევნების მონიტორინგი, ადამიანის უფლებები“- განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ავსტრიელი კრისტენ მუტონენი ჩაანაცვლა. მანამდე წერეთელი ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
