ისრაელის ელჩი: ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას
ისრაელის ელჩი: ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას
15:30 08.11.2017
საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერსა'' და რადიო „ათინათის“ საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს ისრაელში საქმიანი ვიზიტისა და ქალაქ სდეროთის მერთან შეხვედრასთან დაკავშირებით, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შაბთაი ცური ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კერძო პირის ჩასვლას ისრაელში არავითარი კავშირი არ აქვს ისრაელის მთავრობასთან.

„ისრაელის სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
კერძო პირის ჩასვლას ისრაელში არავითარი კავშირი არ აქვს ისრაელის მთავრობასთან“-განაცხადა შაბთაი ცურმა.

ბეჭდვა