ქლორის ინტოქსიკაციით კლინიკაში მოთავსებული 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ქლორის ინტოქსიკაციით კლინიკაში მოთავსებული 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
17:13 04.07.2012
კონცენტრირებული ქლორის ჰაერში გაჟონვის შედეგად მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.  იგი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც „ნიუსპრესს“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი კვლავ მართვით სუნთქვაზეა.
მათი ინფორმაციით, ქლორით ინტოქსიკაციის დიაგნოზით კლინიკაში სულ 32 პაციენტი მოათავსეს. მათი უმრავლესობა კლინიკიდან უკვე გაეწერა.
კლინიკაში ამ დროისთვის ქლორით მოწამლული 5 პაციენტი რჩება. ერთი რეანიმაციაში, ერთი სტაციონარში, ხოლო 3 მათგანი სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია. 3 პაციენტი დღის ბოლოს, ხოლო ერთი ხვალ გაეწერება.
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკას ქლორით ინტოქსიკაციის სიმპტომებით დღესაც მიმართავენ. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას საგანგებო სიტუაციების სამსახურის ექვსმა თანამშრომელმა და ერთმა ჟურნალისტმა მიმართა. ისინი შესაბამის მკურნალობას გადიან.
ჰაერში კონცენტრირებული ქლორის გაჟონვის შედეგად წუხელ ლილოს, საქნავთის დასახლებაში 70-მდე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის თერთმეტი ბავშვი.

ბეჭდვა