თბილისის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება
თბილისის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება
18:18 07.11.2017
თბილისის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება. სხდომის მოწვევის შესახებ განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

განკარგულების თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს პირველი სხდომა 2017 წლის 14 ნოემბერს 11:00 საათზე, საკრებულოს შენობაში გაიმართება.

ბეჭდვა