გიგი უგულავამ ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა
გიგი უგულავამ ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა
16:58 04.07.2012
თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს ახალი ვებ-გვერდის www.chemitbilisi.com პრეზენტაცია გამართა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან თბილისელებს ვებ-გვერდის მეშვეობით ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა ექნებათ.
ამისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული პირი ახალ ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდეს, საკუთარი იდეა დააფიქსიროს, თბილისელების მხარდაჭერა მოიპოვოს და სასურველი პროექტი განახორციელოს. იდეა, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება, მერიის დახმარებით განხორციელდება.
მერიის ინფორმაციით, პროექტი თვითმმართველობის მიერ ქალაქში განხორციელებული პროექტების თბილისელების ინტერესზე მორგებას ისახავს მიზნად.
თითოეული მხარდაჭერილი იდეა მერიის შესაბამის სამსახურში განიხილება. პროექტში მოქალაქეების ჩართულობა და მათი დაინტერესება, ვებ-გვერდზე ატვირთული იდეების განხორციელების შესაძლებლობას გაზრდის.

ბეჭდვა