მიხეილ სააკაშვილი ონიანის დაკავებაზე: ეს ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების სულმდაბალი და ავადმყოფური საქციელია
მიხეილ სააკაშვილი ონიანის დაკავებაზე: ეს ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების სულმდაბალი და ავადმყოფური საქციელია
15:21 07.11.2017
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის განცხადებით, გოგა ონიანის დაკავება ავადმყოფური საქციელია.
სააკაშვილის თქმითვე, ონიანი ძალიან კარგი ადვოკატია და ის ბევრ ადამიანს დაეხმარა.
„დღეს მე აღშფოთებული ვარ, რომ გოგა ონიანი ჩასვეს. ეს იმდენად სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია, ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების. გოგა მართლა ძალიან მაგარი ადვოკატია და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. მე ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა. ავადმყოფური ადამიანის ტვინში რაც დაიბადება, მე აზრადაც არ მომივიდოდა. საქმე გვაქვს ძალიან მძიმე შემთხევასთან, მაგრამ არაუშავს, დროებითია ყველაფერი“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გოგა ონიანი სასამართლომ დღეს დამნაშავედ სცნო. ონიანს სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ბეჭდვა