თარგამაძე - მითი მერაბიშვილის კარგი მენეჯერობის შესახებ, გამოგონილია
თარგამაძე - მითი მერაბიშვილის კარგი მენეჯერობის შესახებ, გამოგონილია
16:21 04.07.2012
პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, თაყვანისმცემლები ოპოზიციაშიც ჰყავს - ამის შესახებ დღეს პარლამენტში, უმცირესობის სახელით გამოსვლისას, „ქრისტიან-დემოკრატმა“ გიორგი თარგამაძემ განაცხადა.

„დარბაზში ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საზოგადოებამ შეამჩნია, რომ ფანები არც ოპოზიციაში გაკლიათ. ერთ-ერთი თქვენი ძველი მეგობარი, ამჟამად კი, მსხვილი კოალიციის ლიდერი დღემდე მოხიბლულია თქვენი პიროვნული შარმით, თვისებებით, აურით და მენეჯერული ნიჭით“ - განაცხადა თარგამაძემ.

იგი აღნიშნავს, რომ მითი მერაბიშვილის კარგი მენეჯერობის შესახებ, მოგონილია.

მან ახალ პრემიერ-მინისტრს სენაკის დევნილთა დასახლებაში ერთად წასვლა შესთავაზა. მისი თქმით, აღნიშნული დასახლება მერაბიშვილის ხელმძღვანელობით შეკეთდა და იგი გარედან თვალს მტერს უბრმავებს, თუმცა, ხალხი რეალურად „ფეკალიების ტბებზე ცხოვრობს“.

თარგამაძის შეფასებით, დღეს პარლამენტში რეალურად არა პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა იჯდა, არამედ მერაბიშვილის ხელმძღვანელობით - საარჩევნო შტაბი.

ბეჭდვა