"ქართული ოცნება" კიკვიძის პარკში დაკავებულებისთვის ჯარიმის დაკისრებას გაასაჩივრებს
"ქართული ოცნება" კიკვიძის პარკში დაკავებულებისთვის ჯარიმის დაკისრებას გაასაჩივრებს
11:58 27.02.2012
კოალიცია "ქართული ოცნება" კიკვიძის პარკის გაჩეხვასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" აქტივისტების დაკავებას უკანონოს უწოდებს.
როგორც დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიციის პრესმდივანმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, "ქართული ოცნება" დაკავებულებისთვის შეფარდებული 400 ლარიანი ჯარიმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, ვინაიდან კოლაიციაში მიიჩნევენ, რომ აქტივისტებს უკანონო არაფერი ჩაუდენიათ. ფანჯიკიძე განმარტავს, რომ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რითაც დასტურდება რომ ისინი მშვიდობიანად აპროტესტებდნენ კიკვიძის პარკის გაჩეხვას.
გარდა ამისა, ბრიფინგზე ფანჯიკიძემ ბიძინა ივანიშვილის ბაკუარიანის რეზიდენციის დაცვის უფროსის რევაზ მუმლაძის დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი "ქართულ ოცნების" უკვე მეორე პოლიტპატიმარია. მუმლაძე 14 თებერვალს, სახელმწიფო საკუთრებაში მიწის ნაკვეთის ყალბი დოკუმენტების გამოყენებით შეძენის ბრალდებით დააკავეს.

ბეჭდვა