ვეფხვაძე - პარლამენტი მერაბიშვილს ეპირფერებოდა
ვეფხვაძე - პარლამენტი მერაბიშვილს ეპირფერებოდა
16:16 04.07.2012
პარლამენტის სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიმართ ლოიალობასა და ერთგულების გამოჩენაზე დოღი იყო გამოცხადებული.   ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
„იმის გამო, რომ მერაბიშვილი წერს საარჩევნო სიებს როგორც წინა არჩევნებზე, ისევე ახლაც, მათ შორის მაჟორიტარებიც მერაბიშვილმა უნდა გაიყვანოს, ბუნებრივია, რომ დღევანდელი დოღი ზოგიერთის მხრიდან პირფერობაშიც კი გადაიზარდა “ - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, ეს პარლამენტის მხრიდან არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, რადგან პარლამენტი თავისი არსით ოპონენტი უნდა იყოს.
“სამწუხაროდ, დღეს რომ მერაბიშვილს ეთქვა სპილო დაფრინავსო, მას უპასუხებდნენ მთლად არწივივით ვერ დაფრინავს, მაგრამ გადაიფრენს ხოლმეო“ - განაცხადა ვეფხვაძემ.
პარლამენტა დღეს 102 ხმით შვიდის წინააღდმეგ, მთავრობას და მის ახალ სამოქმედო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

ბეჭდვა