გიორგი კვირიკაშვილი ტეხასში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს
გიორგი კვირიკაშვილი ტეხასში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს
10:22 06.11.2017
ტეხასში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით საქართველოს პერმიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამძიმრის წელის აქვეყნებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამერიკელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

"ვიზიარებთ ტეხასის შტატში, საზერლენდ სპრინგსის ეკლესიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობისას დაღუპულთა ოჯახის წევრების და ამერიკელი ხალხის ტკივილს," - წერს გიორგი კვირიკაშვილი.

სროლას ტეხასის შტატში სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ საზერლანდ სპრინგში შეიარაღებული მამაკაცი ადგილობრივ ეკლესიაში საკვირაო მესის დროს შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.

ბეჭდვა