საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობას მეტი ყურადღება სჭირდება.
ამის შესახებ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე წიკლაურმა სამთავრობო პროგრამის შეფასებისას აღნიშნა.
„ამ მოწვევის პარლამენტის ცხოვრებაში, დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ დღევანდელ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული იმ სამომავლო ცვლილებების განსაზღვრა, რომლებიც ქვეყანაში განხორციელდება და მოქალაქეებზე ორიენტირებული იქნება. კარგად მესმის, რომ უპირველეს ყოვლისა, ხალხს მეტი ყურადღება სჭირდება, ხალხს სჭირდება მეტი სარგებელი და ბედნიერი ვარ, რომ სამთავრობო პროგრამა ამ სიტყვებითაა სახელდებული“ – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
მისივე თქმით, ის, რაზეც ორი დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი საუბრობს, კიდევ ერთი დიდი გარღვევის ახალი ფუნდამენტი და წინაპირობა იქნება.
