ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დევნილთა განსახლების პროცესში დაშვებული უსამართლობა აღიარა და მისი გამოსწორების პირობა დადო.
როგორც მერაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა, ყველა მინისტრი, თითოეული დეპუტატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ყურადღებით მოეკიდება.
,,ვაღიარებ, რომ დევნილების განსახლების, მათთვის სახლების მშენებლობის პროცესში, ხშირად ხდებოდა უსამართლობა და მათ გამოსასწორებლად აქტიურად ვითანამშრომლებთ. ყველა მინისტრი, თითოეული დეპუტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ყურადღებით იქნება. ასევე, ყურადღებით ვიქნებით ნებისმიერი მოქალაქის, პრესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის შენიშვნებზე“ – განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ყველა იმ შეცდომასა და არასამართლიანობას, რომელიც შეიძლება სიჩქარით იყოს გამოწვეული, ადეკვატური პასუხი გაეცემა.
„გვინდა, რასაც გავაკეთებთ, სამართლიანი იყოს და ყველა ადამიანს ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ის იმ სიკეთეებს და სარგებელს მიიღებს, რომელსაც იმსახურებს“ - აღნიშნა პრემიერმა.
