მურატ ცხოვრებოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი
ახალგორის რაიონში, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა.
მინისტრის განმარტებით, ფორმულირებებს, რომ აქ შეიძლება იყოს საბაჟო, ეს სამართლებრივად, პოლიტიკურად და ყველა სხვა თვალსაზრისით არის შეუძლებელი, არალეგიტიმური, ვინაიდან, საქართველოს საზღვარი აქ არ გააჩნია.
„საოკუპაციო ხაზთან, ოძისი-ახალგორის მონაკვეთზე ბუნებრივია, ვერანაირი საბაჟო ვერ იარსებებს, იმიტომ რომ აქ არ გახლავთ საზღვარი. საქართველოს საზღვარი გააჩნია რუსეთთან კავკასიონის ქედზე. ჩვენთვის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილება და ტვირთბრუნვა კი არ შეიზღუდოს, არამედ გამარტივდეს. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს და ე.წ. ფორმულირებებს, რომ აქ შეიძლება იყოს საბაჟო, ეს სამართლებრივად, პოლიტიკურად და ყველა სხვა თვალსაზრისით არის შეუძლებელი, არალეგიტიმური, ვინაიდან, საქართველოს საზღვარი აქ არ გააჩნია," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ახალგორის რაიონში, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავს. ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, პუნქტის გახსნის მიზანი, ტვირთის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლია.
