მიხეილ ჯანელიძე საუდის არაბეთის ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
 მიხეილ ჯანელიძე საუდის არაბეთის ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
09:45 03.11.2017
საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საუდის არაბეთის სამეფოს საკონსულტაციო ასამბლეის (მაჯლის აშ-შურა) თავმჯდომარესთან აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხთან გამართა შეხვედრა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მათი განვითარების პერსპექტივები.
აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში სამეფოსთან მნიშვნელოვნად გააქტიურებული პარტნიორობა მრავალი მიმართულებით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროშიგაღრმავებულ ურთიერთობებს, აღინიშნა თანამშრომლობა ინვესტიციების და ტურიზმის სფეროებში, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფროგააქტიურებას.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ურთიერთობებს მრავალმხრივ ფორმატებში და ხაზი გაესვა თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.


ბეჭდვა