მიხეილ ჯანელიძემ შვეიცარიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილა
მიხეილ ჯანელიძემ შვეიცარიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილა
09:38 03.11.2017
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შვეიცარიის ფრანკლინის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე ისაუბრა.

„საქართველო უძველესი ტრადიციების და კულტურის ქვეყანაა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მოსახლეობის 83% ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისპროცესს. ქვეყანამ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე ბევრი განვლო, შესძლო შეენარჩუნებინა საკუთარი კულტურა და ტრადიციები და მომავალზე ორიენტირებულიდარჩენილიყო. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ლიდერები, როგორც რეგიონში ასევე მსოფლიო მასშტაბით“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტს ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტზე, ეკონომიკურ დიპლომატიაზეც ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისორეიტინგებში ქვეყნის წარმატებულ მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის „Doing Business 2018“-ის რეიტინგში ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხითსაქართველო 190 ქვეყანას შორის მეცხრე პოზიციას იკავებს. მისი განცხადებით, რეიტინგების თანახმად, საქართველო ასევე დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანადმსოფლიოში.

მინისტრმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობაზე საუბრისას ასოცირების შეთანხმებასა და მის იმპლემენტაციაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე აღნიშნა,რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო ვაჭრობა და ექსპორტი სტაბილურად იზრდება.

შეხვედრამ კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

შვეიცარიის ფრანკლინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ჯგუფი, პროფესორთან ერთად, საქართველოს 28 ოქტომბრიდან - 2 ნოემბერის სტუმრობს. სტუდენტებმავიზიტის ფარგლებში ასევე გამართეს შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.



ბეჭდვა