სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
15:41 02.11.2017
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ესტონეთის პრეზიდენტს და დელეგაციის წევრებს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე გააცნო, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს. გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენელმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად მავთულხლართებით, ღობეებით, თუ სხვა ხელოვნური ბარიერებით ექმნება.


ბეჭდვა