საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას 28 ნოემბერს, 11:30 საათზე გამოაცხადებს. ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
"ამ წუთას მივიღე წერილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატისგან.
ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება 28 ნოემბერს, დილის 11:30 საათზე, სტრასბურგში"- აცხადებს კახიძე.
