სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შესაძლოა იმ მაჟორიტარებმაც მიიღონ, რომლებიც პარლამენტში ფრაქციას შექმნიან
 სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შესაძლოა იმ მაჟორიტარებმაც მიიღონ, რომლებიც პარლამენტში ფრაქციას შექმნიან
15:17 01.11.2017
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას არა მხოლოდ პროპორციული წესით არჩეული პარტიები მიიღებენ, არამედ ის მაჟორიტარებიც, რომლებიც პარლამენტში საკუთარ ფრაქციას შექმნიან.
პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებების მიზნით აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს დეპუტატებმა გია ჟორჟოლიანმა და სიმონ ნოზაძემ უკვე მიმართეს.
ჟორჟოლიანის განცხადებით, დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში ფრაქციას შექმნიან იგივე უფლებამოსილებით უნდა სარგებლობდნენ, რითაც პარლამენტში პროპორციული წესით შესული პარტია სარგებლობს.
„თუ ვიღაცამ მაჟორიტარულ არჩევნებში გაიყვანა 6,7,8 დეპუტატი, მიგვაჩნია რომ ეს წარმომადგენლობაც ისეთივე ლეგიტიმურია და იმ უფლებამოსილებით უნდა სარგებლობდეს, რა კომპეტენციითაც სარგებლობს პროპორიული წესით 3% გადალახული პარტია, მითუმეტეს ამ 3% გადალახულს შეიძლება არც ჰყავდეს პარლამენტში წარმომადგენელი. ჩვენს პარტიას ეს არ ეხება. ჩვენ არ მივიღებთ არავითარ დაფინანსებას, მე საერთოდ პიროვნულად წინააღმდეგი ვარ სახელმწიფო დაფინანსებისა, მაგრამ რადგან ასეთი წესები არსებობს, მიმაჩნია, რომ ორივე წესით არჩეული დეპუტატები უნდა იყვნენ თანაბარ პირობებში“- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ბეჭდვა