პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მიმდინარე კვირაში წარსდგება.
კონკრეტულად რომელ დღეს მივა პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს ბიუროს სხდომაზე გაირკვევა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტში 28 ან 29 თებერვალს მოხდება. პროცედურის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ორსაათიანი შესვენება გამოცხადდება. შესვენების შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები დაიწყება, რომელთა ხანგრძლივობას დღეს ბიურო დაადგენს. დაგეგმილია პოლიტიკური დებატებიც.
