თამარ ბერუჩაშვილმა ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა
თამარ ბერუჩაშვილმა ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა
13:01 01.11.2017
დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარბერუჩაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ვაჭრობის საკითხებში საგანგებო წარმომადგენელთან, ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან მარკ პრიტჩარდსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევეყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და გაფართოების შესაძლებლობებზე.
აღსანიშნავია, რომ "უორდროპის სტრატეგიული დიალოგის" მეოთხე შეხვედრის ფარგლებში, ლონდონში 24 ოქტომბერს, ლონდონის სითის ლორდ მერის ენდრიუ პარმლის დასაქართველოს ვიცე-პრემიერის მიხეილ ჯანელიძის მონაწილეობით პირველად გაიმართა მრგვალი მაგიდა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელიცსაქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმო. ღონისძიებაზე დამსწრე ბრიტანული საინვესტიციო, ენერგეტიკული და ფინანსური წრეების წარმომადგენლებმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართ დაინტერესება გამოხატეს.



ბეჭდვა