საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვება
15:30 31.10.2017
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვას არ აპირებს.

როგორც პარტიებში განმარტავენ, მიწვევის შემთხვევაში, ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.

„ევროპულ საქართველოში“; „ნაციონალურ მოძრაობაში“; ”თავისუფალ საქართველოში”; „ლეიბორისტულ პარტიაში“; "საქართველოს ევროპელ დემოკრატებში” მიიჩნევენ, რომ კომისიაში მუშაობას აზრი არ აქვს და დასძენენ, რომ კომისიის შექმნით არაფერი შეიცვლება.

ოპოზიციიდან კომისიასთან თანამშრომლობას მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსი“ აპირებს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ”ბონუსების” სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლების მუხლის ჩასწორებას, საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების შეცვლასა და 2020 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვებას აპირებს.

ბეჭდვა