მერაბიშვილი - ბაჩო ახალაიასთვის შსს-ში მუშაობა რთული იქნება
მერაბიშვილი - ბაჩო ახალაიასთვის შსს-ში მუშაობა რთული იქნება
13:26 04.07.2012
ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ბაჩო ახალაიასთვის შსს - ში მუშაობა რთული იქნება.
„სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერზე რასაც ვაკეთებ და ვამბობ, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩემს მიერ გაწეულ მუშაობაზე. დიდი ალბათობით, შს მინისტრი აღარ ვიქნები, თუმცა, ცხოვრებაში ჩემთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდი ყველაზე საინტერესო წლები იყო. მინდა ყველა პოლიციელს მადლობა გადავუხადო“ - აღნიშნა მერაბიშვილმა პარლამენტის სესიაზე, სადაც მთავრობის განახლებული გუნდისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული პოლიცია კვლავ დარჩება საქართველოს სტაბილურობისა და განვითარების საყრდენად.
„ბაჩო ახალიასთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა ძნელი იქნება, ძნელი იქნება დონე შეინარჩუნოს, თუმცა, პოლიციაში გატარებული რეფორმა მტკიცეა და საკადრო ცვლილება არაფერს შეცვლის“ - განაცხადა მერაბიშვილმა.

ბეჭდვა