დანიაში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო გალა-ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
 დანიაში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო გალა-ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
14:35 31.10.2017
დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ, 47-ე საერთაშორისო გალა-ფესტივალში „ ეროვნული გამოფენა - ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გამყარებისთვს“ (K.U.K.S). მიიღო მონაწილეობა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, K.U.K.S-ის 2017 წლის ფესტივალზე მოეწყო ქართული კუთხე, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა გაცნობოდა საქართველოს ისტორიასა და მის ტურისტულ პოტენციალს, ასევე დაეგემოვნებინათ უნიკალური ქართული ღვინო და ტრადიციული სამზარეულოს ნაწილი. ქართულმა კუთხემ დამთვალიერებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
გამოფენაზე, დანიაში აკრედიტებულმა 34 დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება კოპენჰაგენის მერიის შენობაში მოეწყო. საღამო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 72-ე წლისთავთან დაკავშირებით კოპენჰაგენის მერიის ორგანიზებითა და დანიის პრინცის პატრონაჟით ჩატარდა.


ბეჭდვა