„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველ კომისიაში არ იმუშავებს
 „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველ კომისიაში არ იმუშავებს
12:32 31.10.2017
„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველ კომისიაში მუშაობაზე უარს აცხადებს.
ამასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, რადგან „ქართული ოცნება“ ამ კომისიის მუშაობის ფარგლებში კონსტიტუციაში შინაარსობრივ ცვლილებებს მაინც არ გეგმავს, პარტიის წევრების განხილვაში მონაწილეობას აზრი არ აქვს.
„საპარლამენტო უმცირესობა და "ევროპული საქართველო" ამ კომისიის მუშაობის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. არსებობობს ამის რამდენიმე მიზეზი. პირველი - გუშინ უმრავლესობის ლიდერებისგან მკაფიოდ მოვისმინეთ, რომ ამ მუშაობას არ მოყვება არანაიარი შინაარსობრივი ცვლილება კონსტიტუციაში და ერთადერთი მიზანი ამ კომისიის შექმნისა წინასწარ დაანონსებული ოთხი ცვლილების მიღებაა, ანუ ფაქტობრივად საპარლემენტო უმრავლესობამ ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამ, სანამ დიალოგი დაიწყებოდა. ასეთ პირობებში, როდესაც წინასწარ არის განცხადებული რომ არანაირ შინაარსობრივ ცვლილებაზე ეს კომისია არ იმუშავებს, რა თქმა უნდა ჩვენი მუშაობის აზრს ვერ ვხედავთ.
მეორე - თავისთავად ეს 4 ცვლილება ატარებს პოზიტიურ ხასიათს, თუმცა ყველა მათგანი გახლავთ ორი კვირის წინ ქართული ოცნების გაფუჭებულის გამოსწორება. საიდან გაჩნდა ბონუსი, ბლოკების აკრძალვა - ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ გააჩინა ორი კვირის წინ მიღებულ კონსტიტუციაში. თვითონ ის ფაქტი რომ დღეს „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ზეწოლით ცდილობს გამოასწოროს საკუთარი გაფუჭებული ვერ გამოდგება კონსენსუსის საფუძვლად, ვინაიდან ყველაფერ ამას აკლია ორი მთავარი ელემენტი, რომელსაც ითხოვს საპარლამენტრო ოპოზიცია, პრეზიდენტი და სამოქალაქო საზოგადოება, ეს გახლავთ შემდეგი საპარალამენტო არჩევნებიდან მთლინად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლების შენარჩუნება“- განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამეტის ინიციატივით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობას გააგრძელებს, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვები დაიწყება.

ბეჭდვა