ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ახალ საკონსტიტუციო
ცვლილებებზე მუშაობის დაწყებას აფასებს.
როგორც ელჩი აღნიშნავს, შეერთებულ შტატები მხარს უჭერს მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
“მინდა აღვნიშნო, რომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესს, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნებზეა დაფუძნებული. საქართველოს, ისევე როგორც შეერთებულ შტატებს, სურს დარწმუნდეს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები და მის შედეგად არჩეული პარლამენტი, ქართველი ამომრჩევლების სურვილს ასახავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს” - განაცხადა იან კელიმ.
