ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი დღეს საქართველოს სომხეთის დედაქალაქიდან ეწვევა.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, რომპოი თბილისში 14:45 საათზე ჩამოვა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრას გამართავს - იგი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ბოლოს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი და საქართველოს პრეზიდენტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
