მიხეილ ჯანელიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ახალი ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას
მიხეილ ჯანელიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ახალი ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას
13:48 30.10.2017
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

აღნიშნულის შესახებ ვიცე პრემიერმა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ოფიციალური გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის საზეიმო ცერემონიაც დღეს აზერბაიჯანში გაიმართება.

„პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის, მათ შორის მისი ფართო გაგებით - ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ეს არის ახალი ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული საქართველოს როლის მაქსიმალურად წარმოჩენაში ამ მიმართულებით.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ეს არის დიდი წარმატება, რადგან პროექტი ორიენტირებულია რეგიონის ქვეყნების განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ახალ შესაძლებლობებზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზე.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონია აზერბაიჯანში დღეს გაიმართება. ღონისძიებას, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი.


ბეჭდვა