ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება შესაძლოა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდეს
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება შესაძლოა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდეს
10:32 30.10.2017
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, სავარაუდოდ, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განხორციელდება.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ”ბონუსების” სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლების მუხლის ჩასწორებას, საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების შეცვლასა და 2020 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვებას აპირებს.

პროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.

ოპოზიციას პროცესებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ბეჭდვა