ესტონეთში საქართველოს ელჩმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ლექცია წაიკითხა
ესტონეთში საქართველოს ელჩმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ლექცია წაიკითხა
16:12 27.10.2017
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოწვევით, ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა სამართლის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ლექცია წაიკითხა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლექციაზე თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის დეკემბრის რეზოლუციაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ და მასში წარმოდგენილი თითოეული პრიორიტეტის მიხედვით, ისაუბრა მიმდინარე ეტაპზე ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანების, მათი აღსრულების კუთხით განხორციელებული პროგრესის და სამომავლო ხედვების თაობაზე.

ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებზე და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე. ასევე იასუბრა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სტრატეგიულ პრიორიტეტზე და საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ასევე, უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.

ბეჭდვა