ერევანში საქართველოსა და სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
ერევანში საქართველოსა და სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
11:16 27.10.2017
ერევანში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ერევნის კამერული მუსიკის სახლში კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსებმა დიმიტრი ბოქოლიშვილმა და მამიკონ ნაჰაპეტოვმა. საღამოს ფარგლებში შესრულდა არამ ხაჩარტიანის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, იოჰანეს ბრამსის, ნოდარ გაბუნიას, რობერტ შუმანისა და ახალგაზრდა თბილისელი კომპოზიტორის ჰოვჰანეს ჰამბარცუმიანის ნაწარმოებები.

კონცერტს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე, დაესწრო. საღამოს ასევე ესწრებოდნენ სომხეთში აკრედიტებული საელჩოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ქართულ-სომხური კულტურული საზოგადოების წევრები, ქართული სათვისტომო „ივერიასა“ და საერთაშორისო კლუბ „თბილისელების“ წევრები.ღონისძიების დასასრულს საქართველოს საელჩოში მიღება მოეწყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საღამო არამ ხაჩატრიანის მე-5 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.



ბეჭდვა